ახალი ამბები

მარგველაშვილი: არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას

30 სექტემბერი, 2015 • 1055
მარგველაშვილი: არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას

“ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების მექანიზმის ჰუმანურ ნაწილს, ასე ვთქვათ, და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი და არც მომავალში არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში. შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლის ან უსამართლობის საკითხების გადაწყვეტის ადგილი. შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება ჰუმანურ ფუნქციად სახელმწიფოსი და მე მინდა ეს კარგად ესმოდეს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, რომ შეწყალების მექანიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად. ეს ასე არ მოხდება,”– განაცხადა მარგველაშვილმა აშშ–ში შურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – პრეზიდენტის Facebook გვერდიდან
გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – პრეზიდენტის Facebook გვერდიდან

საქართელოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს “კურიერი P.S.”-თან საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის წესიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმი იქნება, შეიწყალებს თუ არა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავასა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს.

 

“კონკრეტულად პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი შემდგომ ისტორიაში შემდგომ ქართულ პოლიტიკაში, ჩემი აზრით (მე არც მისი მრჩეველი ვარ და არც სხვა ურთიერთობები არ მაკავშირებს), ერთადერთი გაიზომება იმითი, შეიწყალებს თუ არა იმ სამ ადამიანს, ვინც წარმოუდგენელი გააკეთა ქართული სახელმწიფოსთვის,”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოდესის ოლქის ხელმძღვანელია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი