ახალი ამბები

კომპანიებს, რომლებმაც დასაქმებულები ანაზღაურების გარეშე ამუშავეს, აუცილებლად მივაკითხავთ – გახარია

14 აპრილი, 2020 • 1228
კომპანიებს, რომლებმაც დასაქმებულები ანაზღაურების გარეშე ამუშავეს, აუცილებლად მივაკითხავთ – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი აგხარიას თქმით, იმ კომაპნიებს, რომლებმაც კრიზისის პერიოდში დასაქმებულები ანაზღაურების გარეშე ამუშავეს, სახლემწიფოს წინაშე ეკისრებათ პასუხისმგებლობა და მთავრობა “მათ მიაკითხავს”.

“ეხლა ჩვენი ძირითადი ამოცანაა, მიზნობრივად იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური და შემოსავალი დაკარგეს, მათ მივეხმაროთ. რა თქმა უნდა, გვექნება წახალისების პაკეტი კომპანიებისთვის, რომლებმაც არ გაუშვეს თანამშრომლები, იმ კომპანიებმა კი, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და გარდა იმისა, რომ შეენარჩუნებინათ, ვისაც 1-2-3 თვე ანაზღაურება ეკუთვნოდათ, ეს ანაზღაურებაც არ გადაუხადეს, ამათ ყველას მივაკითხავთ, დარწმუნებული იყავით.

დღეს კრიზისია და ამის დრო არც ჩვენ და არც კომპანიებს არ აქვთ, მაგრამ ყველას თავისი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ახსოვდეს – კომპანიებს, გარდა იმისა, რომ ვალდებულება აქვთ, სახელმწიფოს დახმარება და ფული სთხოვონ, იგივე ვალდებულება აქვთ დასაქმებული ადამიანების მიმართ და ადამიანს კრიზისის გამო რომ სამსახურიდან უშვებ, კომპანიას აქვს პირადპირი სამართლებრივი ვალდებულება. რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს შესაბამისი გადასახადი უნდა გადაუხადოს და ყველას კარგად ახსოვდეს ეს, იმიტომ, რომ გადაივლის ეს კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ. მიუხედავად იმისა, ყველას კარგად გვესმის, რომ ახლა არის ის მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს და არ არის აქ სახელმწიფო ერთადერთი, რომელიც ვალდებულია სოციალური პასუხისმგებლობა იკისროს როგორც მოქალაქეზე, ასევე, იმ კომპანიაზე, რომელმაც ეს მოქალაქე ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე სამსახურიდან გაუშვა”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, სახელმწიფო ვალდებულია მიზნობრივად დაეხმაროს ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. თუმცა, რა სახის იქნება ეს დახმარება, ამ ეტაპისთვის უცნობია. რაც შეეხება კომპანიებს, გახარიას განმარტებით, საქართველოს საკმაოდ შეზღუდული რესურსი აქვს, რომ ამ ეტაპზე კომპანიებს მიზნობრივად დაეხმაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი