ახალი ამბები

ვაღიარებ, ბზობის დღეს შსს-ს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა – გახარია

14 აპრილი, 2020 •
ვაღიარებ, ბზობის დღეს შსს-ს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა – გახარია

“ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საუბარია საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევაზე დაწესებულ 3000- ლარიან ჯარიმებზე ფიზიკური პირებისთვის.

ჯარიმებზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ბზობის დღესასწაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა:

“ვაღიარებ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად, ამას ვაღიარებ. მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება, აღსრულების ნაწილში გამკაცრება და ეფექტუობა იგეგმება”, – განაცხადა გახარიამ.

საგანგებო სიტუაციისას დაწესებული ნორმების დარღვევისთვის ფიზიკური პირზე განსაზღვრულია ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირზე -15 000 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი