საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 10 მაისამდე უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ უახლოეს დღეებში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბის,თ გაგრძელების შესახებ 10 მაისამდე“, – ამბობს გახარია.

ამავე ბრიფინგზე გახარიამ სხვა გამკაცრებულ ზომებზეც ისაუბრა, მათ შორის  თქვა, რომ 4 მსხვილ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში- ხვალიდან, 15 აპრილიდან, საღამოს 9 საათის შემდეგ შესვლა-გამოსვლა იკრძალება. თუმცა პრემიერმა ასევე თქვა, რომ დაიშვება გამონაკლისი შემთხვევები.

ხვალიდან 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა იკრძალება