ახალი ამბები

ხვალიდან 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა იკრძალება

14 აპრილი, 2020 • 2617
ხვალიდან 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა იკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით, ხვალიდან, 15 აპრილის საღამოს 9 საათიდან, ოთხ დიდ ქალაქში ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა იკრძალება.

ეს ქალაქებია თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი. შეზღუდვა 10- დღიანია.

საუბარია არა შიდა საქალაქო მოძრაობის აკრძალვაზე, არამედ ქალაქებში შესვლასა და იქიდან გამოსვლაზე.

ეს გადაწყვეტილება 14 აპრილს, 17:00 საათზე, ბრიფინგზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თანახმადვე, ქალაქებში შეშვებაზე გამონაკლისები იქნება:

„რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს“.

ცხელია ხაზის ნომერია: 144

 


14 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირება 296 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ვირუსი 30-ს პაციენტს დაუდასტურდა. ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან ეს ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

296 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა, დანარჩენები კი მკურნალობას აგრძელებენ.

კარანტინის რეჟიმში 4838 ადამიანია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი -434.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტის შემდეგ არის გამოცხადებული, დაწესებულია კომენდანტის საათი საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი