ახალი ამბები

ქალაქიდან გასვლა აუცილებლად მჭირდება — როგორ მოვიქცე?

14 აპრილი, 2020 •
ქალაქიდან გასვლა აუცილებლად მჭირდება — როგორ მოვიქცე?

მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით, ხვალიდან, 15 აპრილის საღამოს 9 საათიდან, ოთხ დიდ ქალაქში ყველა სახით ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა იკრძალება.

ეს ქალაქებია თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი. შეზღუდვა 10- დღიანია. საუბარია არა შიდა საქალაქო მოძრაობის აკრძალვაზე, არამედ ქალაქებში შესვლასა და იქიდან გამოსვლაზე.

ეს გადაწყვეტილება 14 აპრილს, 17:00 საათზე, ბრიფინგზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. თუმცა, პრემიერ-მინისტრის თანახმადვე, ქალაქებში შესვლა-გამოსვლის უფლებას გამონაკლისის სახით მისცემენ მოქალაქეებს.

„რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს“, — განაცხადა პრემიერმა.

ცხელია ხაზის ნომერია: 144

გიორგი გახარიას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა იქნება მოქალაქეების ქალაქებში შეშვებისა და იქიდან გაშვების კრიტერიუმები.

 

14 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირება 296 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ვირუსი 30-ს პაციენტს დაუდასტურდა. ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან ეს ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

296 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა, დანარჩენები კი მკურნალობას აგრძელებენ.

კარანტინის რეჟიმში 4838 ადამიანია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 434.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტის შემდეგ არის გამოცხადებული, დაწესებულია კომენდანტის საათი საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე.

ხვალიდან 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა იკრძალება

მასალების გადაბეჭდვის წესი