ახალი ამბებირეკლამა

ლიბერთი გულით

14 აპრილი, 2020 • 1722
ლიბერთი გულით

ლიბერთი უკვე მრავალი წელია 60+ ასაკის ადამიანებს პენსიის დროული, სწრაფი და ხარისხიანი მიღებით უზრუნველყოფს. Covid-19 პანდემიის პირობებში კი, სადაც სწორედ პენსიონერები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, ლიბერთიმ საკუთარი მომხმარებლებისა და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღო. 

მარტის ბოლოს, ლიბერთი ბანკმა საკუთარი რესურსებით 100 მლნ ლარი გამოყო და აპრილის თვის პენსია, ნაცვლად 14 რიცხვისა, წინასწარ ჩაერიცხათ პენსიონერებს. იმისათვის, რომ მომხმარებლის ნაკადის სერვისცენტრებში შემცირებულიყო, ლიბერტი შექმნა სპეციალური საიტი myliberty.ge, სადაც ნებისმიერ პენსიის მიმღებ პირს შეუძლია გადაამოწმოს კონკრეტული დღე და საათი, როდესაც შეუძლია ბანკომატიდან და სერვისცენტრებიდან ნაღდი ფულის გამოტანა.

პენსიონერებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მისაწოდებლად, ბანკმა წამოიწყო კამპანია #დარჩისახლშიბებო #დარჩისახლშიბაბუ, სადაც ბანკის თანამშრომლები, ახალგაზრდა მომხმარებლები და ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მოუწოდებენ ახალგაზრდა თაობას, დაეხმარონ მათ გარშემომყოფ პენსიონერებს გრაფიკის გადამოწმებაში და რაც მთავარია, ნაღდი ფულის მოხმარების შემცირებაში.

კამპანიის მთავარი მესიჯებია, მოვარიდოთ უფროსი თაობის ადამიანები ადამიანები მაღაზიებში ნაღდი ფულით გადახდას, ამის ნაცვლად, ვასწავლოთ მათ როგორ გამოიყენონ ბარათი; ბებიებისა და ბაბუების ნაცვლად წავიდეთ მაღაზიაში, აფთიაქებში და ასე დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ზრუნავდნენ ჩვენზე. 

მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით,  მარტის თვიდან მოყოლებული, ლიბერთის მომხმარებლები დისტანციური არხებით სარგებლობისას კომუნალურ, ელექტროენერგიის, წყალის, გაზისა და დასუფთავების გადასახადებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან. 

ამასთან ერთად, სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად,  სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში, მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება, ბარათის მოქმედების ვადა ავტომატურად სამი თვით გაუგრძელდებათ.

კიდევ ერთი ინოვაციური საბანკო პროდუქტი, რომელიც ლიბერთიმ სოციალური ტიპის ბარათის მფლობელებს შესთავაზა, ბანკომატის გარეშე ფულის განაღდებაა, მათ პარტნიორ სააფთიაქო ქსელებში: ავერსი, ფარმადეპო და პსპ, სოციალური ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეუძლიათ: კერძოდ, მომხმარებელს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას, ნებისმიერი აფთიაქის სალაროდან 50 ლარამდე ოდენობით ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.

უკვე მრავალი ქვეყნის გამოცდილებით დადასტურებული ფაქტია, რომ ფიზიკური დისტანცირება და იზოლაცია, მთავარი იარაღია პანდემიის დასამარცხებლად. ლიბერთიმ მაქსიმალურად მოსახერხებელი გახადა დისტანციური ოპერაციების განხორციელება, მინიმუმამდე დაიყვანა რისკ ჯგუფში მყოფი მომხმარებლების სოციალიზაცია ხალხმრავალ ადგილებში და მოუწოდა ყველას, ერთად ვიზრუნოთ საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელ ჯგუფზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი