ახალი ამბები

იტალიელებს პუტინისა და რუსეთის სამადლობელი ვიდეოს ჩაწერისთვის 200 ევროს სთავაზობენ — La Repubblica

14 აპრილი, 2020 • 1355
იტალიელებს პუტინისა და რუსეთის სამადლობელი ვიდეოს ჩაწერისთვის 200 ევროს სთავაზობენ — La Repubblica

იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს ცნობით, რუსეთი მოქალაქეები, რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ, სთავაზობენ ნაცნობ იტალიელებს, მონაწილეობა მიიღონ „რუსული მედიის“ ვიდეოში და მადლობა გადაუხადონ რუსეთსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

როგორც La Republicca წერს, იტალიის მაცხოვრებლებს Whatsapp-ში მისდით შეტყობინებები, სადაც პუტინისა და რუსეთის სამადლობელი ვიდეობის გადაღება-განთავსებაში 200 ევროს სთავაზობენ.

„სჭირდებათ 15 იტალიელი, რომლებიც რამე კარგს იტყვის რუსეთის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. უკეთესია ვიდეო ან პოსტი ფოტოებით, მაგრამ ვიდეოში იხდიან 200 ევროს, პოსტისთვის- ნაკლებს“, — მოჰყავს გამოცემას შეტყობინების ტექსტი, რომელიც ერთ-ერთმა ადრესატმა მიიღო. როგორც La Repubblica წერს, რუსეთის ხელისუფლების საქებარი ვიდეობის განთავსებას იტალიელებს სთავაზობენ „ტვიტერში“, „ფეისბუკში“ ან „ინსტაგრამში“.

გარდა ამისა, La Repubblica იუწყება, რომ ნახა გოგონა, რომელმაც „ტიკტოკში“ განათავსა მოკლე ვიდეო, სადაც მადლობას უხდიდა რუსეთს ჰუმანიტარული დახმარებისთვის. La Repubblica-ს ცნობით, მათთან საუბარში გოგონამ განაცხადა, რომ ამ ვიდეოს გადაღება მეგობარმა სთხოვა, რომელსაც [ამ ვიდეოსთვის] 20 ევრო გადაუხადეს.

La Repubblica-ს აგრეთვე მოჰყავს იტალიაში რუსეთის საელჩოს კომენტარი: „რუსეთს არ სჭირდება აღიარება ასეთი ფორმით. ყოველდღე ვიღებთ ასობით ზარს, წერილს და კომენტარებს ჩვეულებრივი მოქალაქეების, ქალაქებისა და რეგიონების ხელმძღვანელების, პოლიტიკოსებისა და მეწარმეების გულწრფელი მადლობით“, — აცხადებენ საელჩოში.

ამავე თემაზე

 

La Stampa: რუსეთიდან იტალიაში დასახმარებლად გაგზავნილი საშუალებების 80% უვარგისია

მასალების გადაბეჭდვის წესი