ახალი ამბები

stopcov.ge-ს აფხაზური ენა დაემატა, ვმუშაობთ ოსურენოვან საიტზეც – მთავრობა

13 აპრილი, 2020 •
stopcov.ge-ს აფხაზური ენა დაემატა, ვმუშაობთ ოსურენოვან საიტზეც – მთავრობა

კორონავირუსის პრევენციისთვის მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ საიტს – stopcov.ge-ს აფხაზური ვერსია დაემატა.

ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი კორონავირუსის შემთხვევათა სტატისტიკისა და სხვა დამატებით ინფორმაციის წაკითხვას აფხაზურ ენაზეც შეძლებს. მთავრობაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ოსურენოვან ვერსიაზეც მუშაობა, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.

ამ ეტაპზე ოფიციალური ვებგვერდი 5 ენაზე ფუნქციონირებს – ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 266 შემთხევევა დასტურდება, აქედან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამჟამად 196 აქტიური პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობას გადის.

StopCov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება

მასალების გადაბეჭდვის წესი