ახალი ამბები

კობახიძე: ჩემი სუბიექტური აზრია, რომ საგანგებო უნდა გახანგრძლივდეს

13 აპრილი, 2020 • 859
კობახიძე: ჩემი სუბიექტური აზრია, რომ საგანგებო უნდა გახანგრძლივდეს

საპარლამენტო უმრავლესობის და კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

“ქართული ოცნების” წევრი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას კიდევ 1 კვირა აქვს დარჩენილი და საბოლოო პოზიციას რამდენიმე დღეში დააფიქსირებენ:

“გრძელდება ყოვედღიურ რეჟიმში კონსულტაციები თითოეულ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ეპიდემიის გავრცელებას და ამ ყოველდღიურ რეჟიმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება გადაწყვეიტლებები. 22 აპრილამდე არის გამოცხადებული საგანგებო მდგომაროება.

შესაბამისად, კიდევ 1 კვირა გვაქვს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა დღევანდელ სურათს თუ შევხედავთ, ჩემი პირადი აზრია, რომ საგანგებო მდგომაროების გაგრძელება არის საჭირო. თუმცა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეიტლება მიიღება რამდენიმე დღეში, როდესაც მივუახლოვდებით საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ვადას”, – ამბობს კობახიძე.


საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა ჩაინიშნა.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა სხდომის ჩანიშვნის მიზეზი საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ მთავრობის შუამდგომლობის განხილვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს. საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს.

ვრცლად:

ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის უპირობოდ გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს

მასალების გადაბეჭდვის წესი