ახალი ამბები

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს შორის ორსული ქალიც არის

12 აპრილი, 2020 •
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს შორის ორსული ქალიც არის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ 12 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის არის 24 კვირის ორსული ქალიც.

აღნიშნული პაციენტი კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ორსულობის 22-ე კვირაში შეიყვანეს. როგორც რატიანმა აღნიშნა, ორსული სრულად გამოჯანმრთელდა და ნაყოფის მდგომარეობაც შეესაბამება მისი განვითარების სტადიას.

გარდა ამისა, გამოჯანმრთელებულებს შორის არის 80 წლის ქალიც, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო და ის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა. ასევე გამოჯანმრთელდა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის კაციც.

12 აპრილის მონაცემებით, ჯამში, საქართველოში კორონავირუსისგან 63 პაციენტია განკურნებული, სულ დადასტურებულია ინფიცირების 252 შემთხვევა და 3 გარდაცვალება.

12 აპრილი: ბოლო 24 სთ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 19-ით გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი