12 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 252-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში 19 ახალი შემთხვევაა აღრიცხული.

სულ დაფიქსირებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელდა 63 პაციენტი, 3 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 929 ადამიანი, სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 405.