“გირჩი” აცხადებს, რომ 13 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და გაასაჩივრებს საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.
ამის შესახებ პარტია 11 აპრილს გავრცელებულ პრესრელიზში აცხადებს. გირჩი აპირებს გაასაჩივროს საგანგებო მდგომარეობით გათვალისწიებული შემდეგი შეზღუდვები:
- მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზუდვა;
- სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში;
- ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომა;
- ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.
გირჩის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ერთ-ერთი მოსარჩელე, ვისი სახელითაც „გირჩს“ სარჩელი შეაქვს, სწორედ იმის გამო დააჯარიმეს, რომ მანქანაში საკუთარი შვილი გვერდით ეჯდა. მძღოლი სამი ათასი ლარით დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მჯდომი შვილი მასთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობს.
“გირჩის” ადვოკატის თქმით, დაუსაბუთებელია, რატომ არის ავტომობილში წინ ჯდომა საფრთხისშემცველი, როცა უკან ორი ადამიანის ჯდომა არ ითვლება ასეთად ან საღამოს გადაადგილებას რა კავშირი აქვს ვირუსის გავრცელებასთან.
21 მარტს ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის გამო.
