ახალი ამბები

კოვიდ 19: უცხოეთიდან საქართველოში 3 ინფიცირებული მოქალაქეა გადმოყვანილი

11 აპრილი, 2020 •
კოვიდ 19: უცხოეთიდან საქართველოში 3 ინფიცირებული მოქალაქეა გადმოყვანილი

ცნობილი ხდება, რომ საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც კოვიდ 19 უცხოეთში დაუფიქსირდათ, საქართველოში არიან გადმოყვანილი. 

ამის შესახებ 11 აპრილის დილით გახდება ცნობილი, თუმცა უცნობია ისინი ზუსტად როდის გადმოიყვანეს. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ 11 აპრილის დილას განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით სტატისტიკის აღრიცხვის წესი შეცვალეს და ცალკე გრაფად გამოყეს საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც ვირუსი სხვა ქვეყანაში დაუდასტურდათ, თუმცა ამჟამად საქართველოში მკურნალობენ. 

შესაბამისად, ცალკე გრაფა გამოიყო მთავრობის მიერ შექმილ ვებ გვერდზე და ის ახლა ასე გამოიყურება: 

10 აპრილის საღამოს მონაცემებით, როცა ჯერ კიდევ ძველი მეთოდოლოგიით აღრიცხავდნენ, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 234 იყო. შესაბამისად, ახალი შემთხვევების რაოდენობა წუხანდელი რამის შემდეგ ორით გაიზარდა. 

ეზუგბაიას თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდ 19 დაუდასტურდათ თურქეტიდან და სომხეთიდან არიან გადმოყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი