ახალი ამბები

აშშ-დან საქართველოში სპეცრეისით 79 მოსწავლე დაბრუნდება – გახარია

9 აპრილი, 2020 • 1096
აშშ-დან საქართველოში სპეცრეისით 79 მოსწავლე დაბრუნდება – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში 79 მოსწავლე დაბრუნდება სპეციალური რეისით. ამის შესახებ გახარიამ დღეს, 9 აპრილს ისაუბრა.

“საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 79 მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება აშშ-ში, ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან, ვისმა მშობლებმაც ეს სურვილი გამოთქვეს. ხვალ, 10 აპრილს შედგება რეისი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დოჰაში. ამ რეისის უზრუნველყოფას საკუთარ თავზე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰიდან თბილისში ამ ბავშვების საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა”, – განმაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, გახარიას თქმით, სომხეთის მხრიდან თხოვნის საფუძველზე, აღნიშნული სპეცრეისით საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდება სომხეთის 35 არასრულწლოვანი მოქალაქე. მანამდე სომხეთი საქართველოს დაეხმარა ეგვიპტიდან ქართველი სტუდენტების თბილისში გამომგზავრებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი