ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის წესები შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს

9 აპრილი, 2020 • 4613
საგანგებო მდგომარეობის წესები შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო მოქმედი წესები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

აღნიშნული პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ლენტეხში დაფიქსირებულ COVID-19-ის შემთხვევაზე ჰკითხა და დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება აქაც სპეციალური ზომების მიღება.

“ჩვენ საბოლოოდ ტესტირებების შედეგებს ველოდებით ლენტეხის კლასტერიდან, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში რეგიონალური კლასტერების რაოდენობა იზრდება. შეიძლება, მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით წესების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში. რადგან ქობულეთშია საკმაოდ სერიოზული კლასტერი, მარნეული-ბოლნისში არსებული ვითარება მოგეხსენაბათ, ახლა ლენტეხი გაჩნდა… სამეგრელოშია რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში… ვნახოთ, რა შედეგები გვექნება”, -ამბობს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი