ახალი ამბები

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 1.5 მილიონს გადააჭარბა

9 აპრილი, 2020 • 1036
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 1.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1.5 მილიონს გადააჭარბა. 9 აპრილის 13 საათის მონაცემებით, worldometers მიხედვით, მსოლფიოში კორონავირუსის 1 521 253 დადასტურებული შემთხვევაა.

დაავადების გავრცელების მხრივ პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები რჩება, სადაც COVID-19-ის დადასტრუებული შემთხვევების რიცხვი 435 ათასს აჭარბებს. ქვეყანაში ვირუსით 14 797 ადამიანი დაიღუპა, 22 891 კი  გამოჯანმრთელდა.

აშშ-ის შემდეგ ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი, 148 220 შემთხვევა, ესპანეთში დაფიქსირდა, სადაც ამ ვირუსით გამოწვეული დაავადებით 14 792 ადამიანი დაიღუპა, 48 021 კი გამოჯანმრთელდა.

სტატისტიკის მიხედვით, მესამე ადგილზეა იტალია COVID-19-ის 139 422 დადასტურებული შმეთხვევით. იტალიაში ამ ვირუსით დაავადებული 17 669 ადამიანი გარდაიცვალა, 26 491 კი გამოჯანმრთელდა.

იტალიის შემდეგ ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა. ქვეყანაში 113 296 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 2 349 დაიღუპა, 46 300 კი გამოჯანმრთელდა.

გერმანიას მოსდევს საფრანგეთი 112 950 შემთხვევით. საფრანგეთში COVID-19-ით 10 869 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 21 254 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში, 9 აპრილის 13:00 საათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 214 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი