ახალი ამბები

უკრაინაში მართლმადიდებელ მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა

9 აპრილი, 2020 •
უკრაინაში მართლმადიდებელ მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა

კიევში რუსული ეკლესიის მიტროპოლიტს, იონა ჩერეპანოვს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სასულიერო პირი ფეისბუკზე თავად წერს.

მიტროპოლიტი იონა კიევში წმინდა სამების იონინის მამათა მონასტერში მოღვაწეობს, გამოქვეყნებულ ფეისბუკ-პოსტში კი ის წერს, რომ ინფიცირების წყარო არ იცის.

„კვირის წირვის შემდეგ, ქუჩაში ყოფნისას ტემპერატურის მატება ვიგრძენი, ორშაბათს 38 გრადუსამდე ავიდა და გადავყწვიტე, ყოველი შემთხვევისთვის ტესტი ჩამეტარებინა. გუშინ გავიგე, რომ პასუხი დადებითია.

ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ და ვარ სრულ იზოლაციაში“, – წერს იონა ჩერეპანოვი.

მისივე თქმით, ტაძარში მსახურება ჩვეულ რეჟიმში მიდის, ოღონდ -მრევლის გარეშე, ვინაიდან ეკლესია კარანტინში იმყოფება.

მთლიანობაში, უკრაინაში კორონავირუსის 1892 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 52 გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი