ახალი ამბები

გვყავს 7 მძიმე პაციენტი, აქედან 2-თან დაავადება პროგრესირებს – ეზუგბაია

9 აპრილი, 2020 •
გვყავს 7 მძიმე პაციენტი, აქედან 2-თან დაავადება პროგრესირებს – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით,  კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში ამჟამად 33 პაციენტი იმყოფებოდა, აქედან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.

„მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, ორი არის უფრო მძიმე, რომლებთანაც დაწყებულია მკურნალობა. მიუხედავად ამისა, დაავადება პროგრესირებს, თუმცა, ძალიან აგრესიულად არა. დანარჩენი 5 პაციენტი მძიმე პაციენტად მიიჩნევა“, – განმარტავს ეზუგბაია.

მისივე თქმით, ცნობილია წყარო ახალი პაციენტების, რომლებიც კლინიკაში დღეს შეიყვანეს.

„მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, ორი არის უფრო მძიმე, რომელთანაც დაწყებული მკურნალობის მიუხედავად, დაავადება პროგრესირებს, თუმცა, ძალიან აგრესიულად არა. დანარჩენი 5 პაციენტი, როგორც მძიმე პაციენტი, ისე კლასიფიცირდება“.

9 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დღეს 161 აქტიური პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურეს და ვინც ახლა რომელიმე კლინიკაში მკურნალობს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.

მასალების გადაბეჭდვის წესი