9 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები, წინა საღამოს ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, 3-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დღეს 161 აქტიური პაციენტია ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურეს და ვინც ახლა რომელიმე კლინიკაში მკურნალობს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.