СOVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCov ფონდში შეტანილი თანხა 8 აპრილს 100 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.
7 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, ფონდში 24 მილიონ 200 ათასი ლარი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ეს თანხა 124 543 899 ლარს შეადგენს.
უცნობია, ვინ არიან ახალი შემომწირველები, “ნეტგაზეთი” ცდილობს ამ ინფორმაციის გადამოწმებას. ფეისბუკზე მმართველი პარტიის მხარდამჭერე ჯგუფებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს თანხა ფონდში ბიძინა ივანიშვილმა/ფონდმა “ქართუმ” ჩარიცხა.