ახალი ამბები

ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან – მთავრობა

8 აპრილი, 2020 • 1214
ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან – მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათივე ცნობით, პრემიერმა ეს გადაწყვეტილება დღეს, 8 აპრილს, მათთან გამართული ვიდეოკონფერენციისას მიიღო.

“ამ მიზნით, სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება”,-წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის ცნობითვე, ვიდეოკონფერენციის დროს პრემიერმა ანალიტოკოსებთან ერთად განიხილა ის ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო მთავრობამ მიიღო. საუბარია როგორც მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე, ასევე, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადებაზე ტურიზმის სექტორისთვის და სხვა საკითხებზე.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ფოტოდან ჩანს, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გიორგი პაპავა, ვახტანგ ჭარაია, ოთარ ნადარაია, ევგენი ნაიდოვი, ერიკ ლივნი, ირაკლი კილაურიძე, ალექსი ალექსიშვილი, მარიამ დოლიძე, ზურაბ ლალაზაშვილი და საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები. გიორგი პაპავა და ალექსი ალექსიშვილი პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფს (PMCG) წარმოადგენენ, ირაკლი კილაურიძე- Colliers International-ს, ხოლო მარიამ დოლიძე და  ევგენი ნაიდოვი მსოფლიო ბანკს წარმოადგენენ. ვახტანგ ჭარაია ეკონომისტია,  ზურაბ ლალაზაშვილი- BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი, ოთარ ნადარაია თიბისი ბანკში, ხოლო ერიკ ლივნი ISET-ში მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი