ახალი ამბები

ვუჰანი გაიხსნა – ფოტორეპორტაჟი პანდემიის ეპიცენტრიდან

8 აპრილი, 2020 • 2161
ვუჰანი გაიხსნა – ფოტორეპორტაჟი პანდემიის ეპიცენტრიდან

დღეს, 8 აპრილს, ჩინეთის ქალაქი ვუჰანი გაიხსნა. კორონავირუსის ეპიდემიამ სწორედ ამ ქალაქში იფეთქა 2019 წლის დეკემბერში და შემდგომ პანდემიაში გადაიზარდა. 2020 წლის 23 იანვრიდან კი ვუჰანი გარესამყაროსგან მთლიანად ჩაიკეტა. 11-მილიონიანი ქალაქი 76 დღის განმავლობაში გარესამყაროსგან სრულად იყო იზოლირებული.

კორონავირუსის აფეთქებისას ამ ქალაქში, ოფიციალური ინფორმაციით, 2 500-მდე ადამიანი დაიღუპა. მთლიანად ჰუბეის პროვინციაში, რომლის ცენტრიც ვუჰანია, დაინფიცირდა 68 ათასამდე ადამიანი და დაიღუპა 3 213 (ჰუბეის პროვინციის მიღმა, მთლიანად ჩინეთში, ოფიციალურად მხოლოდ 15 ათასამდე ინფიცირებული და 200-მდე გარდაცვლილია აღრიცხული).

ვუჰანში მცხოვრებ ადამიანებს დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, გაიხსნა როგორც აეროპორტი, ისე – რკინიგზის სადგური. ვუჰანელებს მოგზაურობა ერთი პირობით შეუძლიათ – მათ სმარტფონში უნდა ჰქონდეთ სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მათსავე გადაადგილებას აკონტროლებს და ხელისუფლებას აწვდის ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე, იმ პირებზე, ვისთანაც აქვთ შეხება.

ნახეთ ევროპის პრესფოტო სააგენტოს (EPA) ფოტორეპორტაჟი ქალაქიდან, რომელიც 76-დღიანი კარანტინის შემდეგ გაიხსნა:

ვუჰანის აეროპორტის მგზავრები ემშვიდობებიან ექიმებს ჟილინის პროვინციიდან, რომლებიც თავიანთ ქალაქში ბრუნდებიან მას შემდეგ, რაც ვუჰანში კარანტინი დასრულდა. ისინი ვუჰანელ კოლეგებს კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობაში ეხმარებოდნენ. 8 აპრილი, 2020. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

მგზავრები ვუჰანის საერთაშორისო აეროპორტში 76-დღიანი კარანტინის დასრულების შემდეგ. 8 აპრილი, 2020. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

ექიმები ჟილინის პროვინციიდან მონაწილეობენ ვუჰანის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ მათი გაცილების ცერემონიაში. ისინი თავიანთ ქალაქში ბრუნდებიან მას შემდეგ, რაც ვუჰანში კარანტინი დასრულდა. ისინი ვუჰანელ კოლეგებს კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობაში ეხმარებოდნენ. 8 აპრილი, 2020. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY EPA-EFE/ROMAN PILIPEY

მგზავრები ვუჰანის საერთაშორისო აეროპორტში 76-დღიანი კარანტინის დასრულების შემდეგ. 8 აპრილი, 2020. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

მგზავრები ვუჰანის საერთაშორისო აეროპორტში 76-დღიანი კარანტინის დასრულების შემდეგ. 8 აპრილი, 2020. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

მგზავრები ვუჰანის რკინიგზის სადგურში 76-დღიანი კარანტინის დასრულების შემდეგ. 8 აპრილი, 2020. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

ვუჰანის რკინიგზის სადგური 76-დღიანი კარანტინის დასრულების შემდეგ. 8 აპრილი, 2020. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

76-დღიანი კარანტინის დასრულების შემდეგ ვუჰანში მუშაობა განაახლა ჰონდას ქარხანამ. 8 აპრილი, 2020. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

 

ვუჰანელები სეირნობენ სავაჭრო უბანში 76-დღიანი კარანტინის დასრულების შემდეგ. 6 აპრილი, 2020. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY EPA-EFE/ROMAN PILIPEY

მთავარ ფოტოზე: ჟილინელი ექიმი ვუჰანის აეროპორტში, რომელიც ორთვიანი მისიის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქში დასაბრუნებლად ემზადება. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY EPA-EFE/ROMAN PILIPEY

მასალების გადაბეჭდვის წესი