ახალი ამბები

უცხოეთიდან მოქალაქეებს ორგანიზებულად ვაბრუნებთ, რომ არ შეიქმნას პრობლემები – ზალკალიანი

8 აპრილი, 2020 • 883
უცხოეთიდან მოქალაქეებს ორგანიზებულად ვაბრუნებთ, რომ არ შეიქმნას პრობლემები – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ქვეყანაში დასაბრუნებლად სპეცრეისები რეგულარულად მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, მაგალითად, 7 აპრილს ათენიდან საქართველოს 130-მდე მოქალაქე ჩამოიყვანეს, თუმცა ზალკალიანი აღნიშნავს, რომ 10 მოქალაქე, რომელსაც ბილეთი ჰქონდა ნაყიდი, რეისზე არ გამოცხადდა:

“აქაც მინდა იცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, არაერთხელ იყო გაცხადებული და ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ 10 მოქალაქე, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, არ გამოცხადდა ამ რეისზე. ამის გამო ჩვენ მოგვიხდა ძალიან სწრაფ რეჟიმში მათი ჩანაცვლება იმ მოქლაქეებით, რომლებიც იდგნენ რიგში”, – ამბობს ზალკალიანი.

მისი თქმით, რეისები დანიშვნისას მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროცედურის დაცვა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება. როგორც მინისტრი ამბობს, პროცესი ეტაპობრივად იგეგმება იმგვარად, რომ უცხოეთიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს სისტემა მზად დახვდეს.

“ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შესაძლოა იყოს ინფიცირებული, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და იმის გამო, რომ არ შეექმნათ პრობლემა მგზავრებს, გათვალისწინებულია მათი ჭადრაკისებური დასმის პრინციპი. ასევე, იფრასტრუქტურული შესაძლებლობები საკარანტინო სივრცეებში უნდა იყოს თავსებადობაში”, – ამბობს მინისტრი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თითქოს ავიაკომპანია Georgian Airways სპეცრეისებზე ბილეთებს 199 ევროზე მეტად ყიდის, ასევე, ბილეთები ე.წ. შავ ბაზარზე იყიდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის დაგეგმილია შემდეგი სპეცრეისები:

მასალების გადაბეჭდვის წესი