ახალი ამბები

აშშ-ის მართმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეა მრევლს და სასულიერო პირებს სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებს

8 აპრილი, 2020 • 1406
აშშ-ის მართმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეა მრევლს და სასულიერო პირებს სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის მართმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეის აღმასრულებელი კომიტეტი ვნების შვიდეულისა და აღდგომის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც კომიტეტი ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხის შემცირებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს მრევლს და სასულიერო პირებს:

  • მსახურებები აღევლინდებოდეს არაუმეტეს ხუთი ადამიანის მონაწილეობით, რაც მოიცავს მღვდელს, დიაკონს, მგალობლებს და/ან დამხმარე პირებს. ამავდროულად, შესაძლებელია, განხორციელდეს პირდაპირი ჩართვა, რათა მორწმუნეებს მიეცეთ სახლიდან ლოცვის საშუალება.
  • მორწმუნეებს არანაირი ფორმით არ უნდა დაურიგდეთ არცერთი ტრადიციული საეკლესიო სიმბოლო, პალმა, ბზა, ყვავილები, სანთლები, სააღდგომო კვერცხები და სხვა მსგავსი.
  • სულიერი რჩევა-დარიგებები შესაძლებელია იქნეს გაცემული ტელეფონის მეშვეობით, მაგრამ აღსარების საიდუმლოსა და შენდობის ლოცვის ფორმა განისაზღვრება ადგილობრივი ეპისკოპოსის გადაწყვეტილების შესაბამისად.

“ზოგიერთმა მღვდელმთავარმა შესაძლოა გაატაროს უფრო მკაცრი ზომები მრევლის და ფართო საზოგადოების სიყვარულიდან გამომდინარე. ასეთ დროს ნაკლებად მკაცრი მიდგომები მორწმუნეებს და სასულიერო პირებს დიდი რისკის ქვეშ დააყენებს, შესაბამისად, ეს ყველა მღვდელმთავრმა უნდა გაითვალისწინოს”, – წერია განცხადებაში.

განმცხადების მიხედვით, ზემოთ ჩამოთვილილი რეკომენდაციების გათვალისწინება ამცირებს ახლო კონტაქტით გამოწვეულ ინფექციის გადაცემის რისკს და მათი გათვალისწინება არ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც “დამცრობა წმინდა და მარადიული ჭეშმარიტებისა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი