ახალი ამბები

ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია – UK-ის საგარეო საქმეთა მინისტრი

7 აპრილი, 2020 • 944
ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია – UK-ის საგარეო საქმეთა მინისტრი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არ არის მიერთებული. ამის შესახებ რააბმა ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

“ღამის განმავლობაში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, ის იღებს ჟანგბადის სტაბილურ მკურნალობას და სუნთქავს დამატებითი დახმარების გარეშე. მას არ სჭირდება მექანიკური სუნთქვის აპარატი ან უკონტაქტო რესპირატორული დახმარება”, – განაცხადა რააბმა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც 11 დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, გუშინ, 6 აპრილს, რეანიმაციაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი