ახალი ამბები

72 წლის ვარ და საქართველოში ასეთი სოლიდარობა ჯერ არ მინახავს – ცერცვაძე

7 აპრილი, 2020 • 1913
72 წლის ვარ და საქართველოში ასეთი სოლიდარობა ჯერ არ მინახავს – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიას საქართველო არნახული სოლიდარობით ებრძვის და დაავადების პიკის გადასვლის შემდეგ, უკვე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ,ამ სოლიდარობის შენარჩუნების საჭიროებაზე საუბრობს.

“საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით და შემდეგ მოგვიწევს სოლიდარობა და ერთად დგომა. ისე მიხარია, თქვენ რომ გხედავთ ერთად, მათ შორის დაპირისპირებულ ტელევიზიებს, ოპოზიციურ ტელევიზიებს. მე ვთანამშრომლობ აბსოლუტურად ყველასთან და არ მიგრძვნია არაკეთილგანწყობა არავისგან. ამ განწყობას თუ ჩვენ შევინარჩუნებთ, როცა ეპიდემია დამთავრდება და გამოსვლა მოგვიწევს ეკონომიკური კრიზისიდან, კარგი იქნება. ეკონომიკური კრიზისი რომ იქნება, რად უნდა ლაპარაკი. მაგრამ მე ისეთ აღმაფრენას ვხედავ თქვენში, ადამიანებში, მასმედიაში, ქართულ საზოგადოებაში… ასეთი სოლიდარობა, 72 წლისა ვარ და ჯერ საქართველოში არ მინახავს. მე მინდა, შევინარჩუნოთ ეს სოლიდარობა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის ჯამური შემთხვევები 2000-ს არ გასცდება, პიკი 2-3 კვირაში იქნება და 2-3 კვირა გაგრძელდება.

“თვე-ნახევრის შემდეგ, ეპიდემია წავა ქვემოთ”, – ამბობს იგი.

Covid 19-ის შემთხვევათა ჯამური რაოდენობა 1000-სა და 2000-ს შორის იქნება – ცერცვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი