მთიან ყარაბაღში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დღეს, 7 აპრილს დადასტურდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი სომხეთიდან ყარაბაღში შესული მოქალაქეა, მასთან კონტაქტში მყოფი 17 პირი კი – იზოლირებული.
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ყარაბაღში 31 მარტს გაიმართა. 14 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი. მიმდინარე დღეებში არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობის საკითხზე ოპოზიცია ხალხმრავალ აქციებს აწყობს.
“ოლიგარქი პრეზიდენტი კორონავირუსზე უარესია” – აქცია ყარაბაღში