ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ოლიგარქი პრეზიდენტი კორონავირუსზე უარესია” – აქცია ყარაბაღში

6 აპრილი, 2020 • 1138
“ოლიგარქი პრეზიდენტი კორონავირუსზე უარესია” – აქცია ყარაბაღში

მთიან -ყარაბაღში 31 მარტს გამართული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ოპოზიციურმა “რევოლუციურმა პარტიამ” ასეულობით ადამიანის მონაწილეობით მიტინგი გამართა.

“თუ ამ აქციებს შევწყვეტთ, როგორც ამას ხელისუფლება კორონავირუსის საფრთხის გამო მოგვიწოდებს, კორონავირუსიც გვექნება ქვეყანაში და არაიკ არუთუნიანიც გვეყოლება ხელისუფლებაში”, – ამბობს აქციის მონაწილე არტურ ოსიპიანი, რევოლუციური პარტიის ხელმძღვანელი.

მმართველი პარტიის კანდიდატს, არაიკ არუთუნიანს, რომელიც 2007 -დან 2017 წლამდე პრემიერ-მინისტრის, ხოლო შემდეგ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს იკავებდა, სომხეთსა და ყარაბაღში ოლიგარქად იცნობენ. მას სომხეთის ყოფილ პრეზიდენტთან, სერჟ სარგსიანთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ასევე ლოიალურად არის განწყობილი მის მიმართ სომხეთის ახალი ხელისუფლება, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც 31 მარტის არჩევნებს ყარაბაღში “მაღალი დონის არჩევნები” უწოდა.

31 მარტის არჩევნებზე არუთუნიანმა 49%-ზე ოდნავ მეტი ხმა მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა, მოქმედმა საგარეო მინისტრმა მასის მაილიანმა კი – დაახლოებით 26%. შესაბამისად, იმის გამო, რომ 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა, მეორე ტური დაინიშნა, რომელიც 14 აპრილს უნდა გაიმართოს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 31 მარტს გამართული არჩევნები და მისი შედეგები სირცხვილია და ის ემსახურება ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, რაც “არ გამოუვათ”.

დემონსტრანტები ასევე მოითხოვენ მოქმედი პრეზიდენტის, პოლიციის უფროსისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის გადადგომას.

https://www.facebook.com/Artsakh1.am/videos/1304645809727166/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი