ახალი ამბები

პნევმოკოკის აცრის დაწყებას თვის ბოლოდან ვგეგმავთ, თუმცა ეს კორონვირუსს არ უკავშირდება – ტიკარაძე

7 აპრილი, 2020 • 2030
პნევმოკოკის აცრის დაწყებას თვის ბოლოდან ვგეგმავთ, თუმცა ეს კორონვირუსს არ უკავშირდება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ პნევმოკოკის ვაქცინით მოსახლეობის აცრის დაწყებას თვის ბოლოდან გეგმავენ, თუმცა ეს ვაქცინა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბმაში არ არის.

პნევმოკოკის (იგივე პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა) აცრა პნევმონიური დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება, რომლებსაც თავის მხრივ, პნევმოკოკის ბაქტერიები იწვევენ.

გუშინ, 6 აპრილს ტიკარაძემ თქვა, რომ ამ ვაქცინით 60 წელს ზემოთ მოქალაქეთა აცრა იგეგმება. მინისტრმა განმარტა, რომ კორონავირუსის რისკჯგუფში, კერძოდ კი, ასაკოვან მოსახლეობაში, ხშირია პნევმონია.

„ჩვენ გვსურს, რომ ცალსახად გავმჯინოთ ვაქცინაცია და კორონავირუსის ეპიდემია ერთმანეთსიგან, ვინაიდან ამ ეტაპისთვის არანაირი სამედიცინო მდგენელი არ არსებობს, რომ ესენი ერთმანეთთან ბმაში არიან. ეს დამატებით ახალი ინიაციტივაა“, – თქვა ტიკარაძემ დღეს, 7 აპრილს „მაესტროს“ ეთერში.

მისი თქმით, მთავრობას შემოაქვს „ახალი მდგენელი, რომლითაც ჩვენ დამატებითად გვინდა ვიზრუნოთ ასაკოვან მოქალაქეებზე“.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ გარკვეული პაკეტის ჩამოყალიბებაზე, ვვარაუდობთ, რომ 2 კვირაში ეს პაკეტი იქნება მზად, რომელსაც გავუზიარებთ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს. ამის შემდეგ მათ უკვე შეეძლებათ მათ რეგიონში არსებული ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვისა და ასაკოვანი მოსახლეობისთვის სახელობით სიის მიხედვით შეთავაზება ამ ვაქცინის. თვის ბოლომდე შევძლებთ ამ ყველაფრის დაწყებას“, – აცხადებს ტიკარაძე.

წაიკითხეთ ვრცლად:

სასუნთქი აპარატების რა მარაგი აქვს ქვეყანას

საქართველოში 7 აპრილის 16:42 საათის მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის 195 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 39, 2 კი გარდაიცვალა.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში 154 აქტიური პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა Covid 19-გან მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი