პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით”, – განმარტებულია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. სხდომის დასრულების შემდეგ კი საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება.