ახალი ამბები

თვენახევრით უნდა დაკეტონ ეკლესიები- ბასილ კობახიძის ვიდეომიმართვა პანდემიაზე

6 აპრილი, 2020 •
თვენახევრით უნდა დაკეტონ ეკლესიები- ბასილ კობახიძის ვიდეომიმართვა პანდემიაზე

“რატომ არ კეტავენ თუნდაც თვენახევრით ეკლესიებს პანდემიის დროს, რათა იხსნან ადამიანები სიკვდილისგან?” – კითხულობს დეკანოზი ბასილ კობახიძე და დასძენს – “ეკლესიას აქვს თავისი ლოგიკა, ფანატიზმს აქვს თავისი ლოგიკა, მე ვიყავი ამ ლოგიკაში როგორც მრევლი, როგორც მღვდელი და ვიცი”.

” რა დისტანციაც ვითომ არ უნდა დაიცვან, ადამიანიების შეკრება, ეკლესიაში იქნება თუ სხვაგან, ნებისმიერ ადგილას, ეპიდემიის დროს არ შეიძლება. მაგრამ, ვიმეორებ, რომ ეკლესია არ ცვლის თავის პოზიციებს. სინოდმა დადგენილებაც მიიღო, რომ არ დავკეტავთ ეკლესიებს, მაგრამ ერთი თვე, თვენახევარი რომ დაკეტონ ეკლესებია, რათა გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე, რადგანაც ეპიდაფეთქება მაინც ელოდება საქართველოს და ეკლესიამ რომ ლომის წვლილი არ შეიტანოს ადამიანების ინფიცირებაში, თუ უკვე არ შეიტანა, და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაიღუპოს და დაინფიცირდეს, ხომ ესაა ამოცანა, მაგრამ ამას არ აკეთებს ეკლესია და რატომ არ აკეთებს? იმიტომ, რომ მას აქვს თავისი ლოგიკა, ფანატიზმს აქვს თავისი ლოგიკა.  მე ვიცი, რაზედაც ვლაპარაკობ, რადგანაც ვიყავი ამ ლოგიკაში როგორც მრევლი, როგორც მღვდელი მრავალი წლის განმავლობაში, ამიტომაც არგუმენტებით საუბარს , ეს იქნება სამედიცინო, სახელმწიფო, საზოგადოებრივი, გნებავთ, თეოლოგიური არგუმენტები, საპატრიარქოსთან, პატრიარქთან, სამღვდელოებასთან და ეპისკოპოსებთან, ასეთ დიალოგს აზრი არ აქვს — იმათ აქვთ თავისი ლოგიკა, თავის სამყაროში ცხოვრობენ და ჰყავთ თავისი ღმერთი, რაღაც ისეთი არსება, როგორც, მაგალითად, მოლოთი და რომელსაც სჭირდება ადამიანების მსხვერპლშეწირვა და ეს არ არის იესო ქრისტე და ყოვლაწმინდა სამება”, – ამბობს ბასილ კობახიძე.

გთავაზობთ ბასილ კობახიძე 6 აპრილს გავრცელებულ ვიდეომიმართვას სრულად, რომელშიც ის  ეკლესიის და პანდემიის შესახებ საუბრობს:

 


მასალების გადაბეჭდვის წესი