ახალი ამბები

ირლანდიის პრემიერი COVID-19-თან საბრძოლველად სამედიცინო პრაქტიკას განაახლებს

6 აპრილი, 2020 • 1507
ირლანდიის პრემიერი COVID-19-თან საბრძოლველად სამედიცინო პრაქტიკას განაახლებს

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი Covid 19-ის პანდემიის დროს მედიკოსებისთვის დახმარების მზაობას გამოთქვამს და ამბობს, რომ სამედიცინო პრაქტიკას კვლავ განაახლებს.

ვარადკარი პროფესიით ექიმია და სხვა მედპერსონალთან ერთად ვირუსთან ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად პრაქტიკოს ექიმად ხელახლა დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

როგორც ტელეარხი იუწყება, ვარადკარის აპარატის განცხადებით, ის ექიმად კვირაში ერთი დღე იმუშავებს „სფეროებში, რომლებიც მისი ცოდნის ფარგლებშია“.

„მას სურდა მცირედით ასე მაინც დახმარებოდა“, — ნათქვამია განცხადებაში.


ლეო ვარადკარი ირლანდიის პრემიერ-მინისტრი 2017 წლიდანაა. იგი ირლანდიის ისტორიაში პირველი, მსოფლიოში კი მეოთხე ღიად ჰომოსექსუალი მთავრობის მეთაურია.

ირლანდიაში ამჟამად კორონავირუსით დაავადების დადასტურებული 4,994 შემთხვევაა. აქედან გარდაიცვალა 158, გამოჯანმრთელდა 25.

გარეკანის ფოტოზე: ლეო ვარადკარი (მარცხნივ) და ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრი საიმონ ჰარისი. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი