ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების გამოჯანმრთელებასა და მათ სახლში გაწერას უახლოეს დღეებში ელოდებიან.
„ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულები, ველოდებით, რომ მათ გავწერთ“, — განაცხადა ენდელაძემ.
მისი თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 38 ადამიანი, რომელთა 2/3-ს აქვს პნევმონია, 6-ის მდგომარეობა მძიმეა, 1-ის კი კრიტიკული.
საქართველოში კორონავირუსით 6 აპრილის 22 საათის მონაცემებით დაავადდა 188 ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელდა 39, ხოლო გარდაიცვალა 2.
ამავე თემაზე:
პაციენტების 2/3-ს პნევმონია აქვს, 6 მძიმედაა, 1 კრიტიკულია — ენდელაძე