4 აპრილის 22:30 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კიდევ გაიზარდა და 162-ს მიაღწია.
მთლიანობაში, დღეს დილიდან ამ დრომდე, COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, გაზრდილია გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობაც. ამჟამად, Stopcov.ge-ს ინფორმაციით, დაავადებისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღის განმავლობაში, სულ სტაციონარი 8 პაციენტმა დატოვა.
4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შემთვევაც დაფიქსირდა. დაიღუპა 79 წლის ქალი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.
ამჟამად კარანტინში 5067 ადამიანი იმყოფება, 330-ს კი სტაციონარში აკვირდებიან.
რა ვიცით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილ პირველ პაციენტზე