ახალი ამბები

რა ვიცით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილ პირველ პაციენტზე

4 აპრილი, 2020 •
რა ვიცით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილ პირველ პაციენტზე

დღეს, 4 აპრილს საქართველოში COVID-19-ით პირველი პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, გარდაცვლილი ქვემო ბოლნისის ერთ-ერთი სოფლის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც კორონავირუსის 5 შემთხვევაა დადასტურებული.

გარდაცვლილ ქალს რელიგიურ დღესასწაულზე კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელიც სარიტუალო სუფრაზე რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ პირებთან ერთად იმყოფებოდა:

“ეს ქალბატონი კონტაქტირებულია ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ. შედგომ, რელიგიური დღსასწული მიმიდნარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი ინფიცირებულის. ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა სრულად ცნობილია. ამ კლასტერში ჩვენ გვყავს 5 დაინფიცირებული ადამიანი” – ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათაკ ონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 79 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და გარდაცვალების ძირითადი მიზეზი COVID-19 და მწვავე პნევმონიაა შემდეგი გართულებებით:

“ეს გახლავთ ქალბატონი, 79 წლის, რომელიც შევიდა 31 მარტს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და გარდაცვალება დაფიქსირდა დღეს დილით. ძირითადი დიაგნოზი აქ გახლავთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19 და მწვავე პნევმონია. გართულებები გახლავთ, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოტორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, მისი თქმით, პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც მათ შორის, დილატაციური კრდიომიოპატია, გულის უკმარისობა მეოთხე ხარისხის, არტერიული ჰიპერტენზია მე-3, ზომიერი პულმონური ჰიპერტენზია, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის არარევმატიული ნაკლოვანება და კახექსია.

მასალების გადაბეჭდვის წესი