ახალი ამბები

4 აპრილს COVID-19-სგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 31

4 აპრილი, 2020 • 1069
4 აპრილს COVID-19-სგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 31

საქართველოში COVID-19-სგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დაუდასტურა.

მისი თქმით, სამივე პაციენტი მკურნალობას თიბლისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულებს შორის, 25 მათთან მკურნალობდა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, 36 პაციენტი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს, ინფექციურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

ოფიციალური მონაცემებით, 4 აპრიის 19:30 საათისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 157 შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან 31 გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

რა ვიცით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილ პირველ პაციენტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი