ახალი ამბები

“23-ს პნევმონია აქვს, 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა” – ამირან გამყრელიძე

4 აპრილი, 2020 • 678
“23-ს პნევმონია აქვს, 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, რომლებიც ამჟამად მკურნალობას გადიან 23-ს პნევმონია აქვს, 4 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება:

“დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ყველა პაციენტს შორის გვყავს 4, რომლებიც არიან მართვით სუნთქვაზე და გვყავს 23 პაციენტი, რომელთაც აქვთ  პნევმონია.

მე მაქვს დიდი იმედი რომ ყველა პაციენტი, რომელსაც აქვს პნევმონია გამოჯანმრთელდება და ასევე, როგორც რამდნეიმე პაციენტის მართვითი სუნთქვიდან მოხსნა შევძელით და შესაბამისად გაჯანმრთელება, მაქსიმალურად ჩვენი ექიმები ეცდებიან მინიმუმამდე იყოს საქართვლეოში ფატალური შემთხვევები” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

4 აპრილის 14:00 საათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის შემთვევების რაოდენობა საქართველოში 157 გახდა. ამასთან, ამ დრომდე ქვეყანაში COVID-19-სგან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი დაიღუპა შესაბამისად, ამ დაავადებით ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 127 ადამიანი გადის მკურნალობას.

ქვეყანაში 5526 ადამიანი საკარანტინო რეჟიმში რჩება, 344 კი სტაციონარული დაკვირვების ქვეშაა.

რა ვიცით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილ პირველ პაციენტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი