3 აპრილის 22.15 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 155-მდე გაიზარდა – დილით ეს ციფრი 148 იყო.
ჯამში კი, 3 აპრილს ინფიცირებულთა რაოდენობა წინა დღესთან შედარებით 21-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასე გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა: 155
გამოჯანმრთელებული: 27
კარანტინის რეჟმში: 5526
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ: 344