ახალი ამბები

სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი ქმრისგან გადაედო

3 აპრილი, 2020 • 2353
სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი ქმრისგან გადაედო

სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა . ამის შესახებ 3 აპრილს განაცხადა  ამირან გოგიტიძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა. 

მისი თქმით, ექიმს ვირუსი არა პაციენტისგან, არამედ ქმრისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს წამოადგენს.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ექიმს სიმპტომები გუშინ დაეწყო, ბოლო მორიგეობა კი 31 მარტს ჰქონდა.

3 აპრილის 21.00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.

მასალების გადაბეჭდვის წესი