ახალი ამბები

37 გრადუსი არაა შემაშფოთებელი ტემპერატურა – იმნაძე

3 აპრილი, 2020 • 3691
37 გრადუსი არაა შემაშფოთებელი ტემპერატურა – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, აცხადებს, რომ 37 გრადუსი არაა ტემპერატურა, რომელზეც ადამიანი უნდა შეშფოთდეს. მისი თქმით, ექიმთან კონსულტაციის მიზნით 112-ს  იმ პირებმა უნდა მიმართონ, რომელთა ტემპერატურა 37,5 ან მეტია:

“მე რომ არ ვთქვა, რომ 37 არ ითვლება ტემპერატურად, ჩემზე მეტი იცის,  გუგლი ჰქვია ან არსებობს ენციკლოპედიები. არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი არის ტემპერატურა, რომელზეც უნდა შეშფოთდეს ადამიანი. 37,5 და მეტი არის, როდესაც კონსულტაცია უნდა მიიღოს ადამიანმა. მარტო ესეც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს იყოს საეჭვო შემთხვევა”, – ამბობს პაატა იმნაძე.

საქართველოში, 3 აპრილის დილის მონაცემებით, 26 თებერვლიდან კორონავირუსის 148 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან გამოჯანმრთელებულია 27 პირი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში აქტიურია 121 პაციენტი ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და მკურნალობას ახლა გადის.

კორონავირუსი: პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი