გაეროში რუსეთის ფედერაციის მიერ ინიციირებული რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, სხვა პუნქტებთან ერთად, სანქციებიც მოეხსნებოდა, ჩავარდა.
როგორც რუსული მხარე იუწყება, დოკუმენტის მიღება საქართველოს, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის და ევროკავშირის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა.
თუმცა ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ მიუხედავად დოკუმენტის ჩავარდნისა, „თანამოაზრეებთან“ თანამშრომლობას მაინც გააგრძლებენ და აინტერესებთ, თუ „რა ლოგიკით და არგუმენტებით“ დაბლოკეს დოკუმენტი აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა.
რუსული მხარის განცხადებით, „ათავისუფლებს“ საქართველოსა და უკრიანას პოზიციის დაფიქსირებისგან, რადგანაც, მოსკოვის განცხადებით, „ქედმაღლური და პოლიტიზირებული“ არგუმენტები არაფრის მომცემი იქნება.
დოკუმენტის თანახმად, WHO-ის საკოორდინაციო როლის აღიარებასთან და სახელმწიფოების თანამშრომლობასთან ერთად, უნდა გაუქმებულიყო ცალმხრივი, გაეროს უშიშროების საბჭოს გარეშე მიღებული სანქციები — ანუ, სანქციები, რომლებიც რუსეთს სხვადასხვა ქვეყნებმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისთვის დაუწესეს.