ახალი ამბები

პორტუგალიაში მიგრანტები დროებით მიიღბენ მოქალაქის ყველა უფლებას

1 აპრილი, 2020 • 1191
პორტუგალიაში მიგრანტები დროებით მიიღბენ მოქალაქის ყველა უფლებას

პორტუგალიის მთავრობამ ქვეყანაში ყველა მყოფ იმიგრანტს თუ თავშესაფრის მაძიებელს დროებით მიანიჭა პორტუგალიის მოქალაქის ყველა უფლება — ამგვარად, ისინი შეძლებენ ისარგებლონ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ყველა მომსახურებით. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელებაა.

როგორც პორტუგალიის მინისტრთა საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ეს ზომები ძალაში 30 ივნისამდე იქნება, ხოლო გადაწყვეტილების მიზეზი „საჯარო ჯანდაცვისთვის რისკების შემცირებაა“.

კორონავირუსის გამო პორტუგალიაში 18 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თავდაპირველად 15 დღით იყო განსაზღვრული. ამჟამად პორტუგალიაში კორონავირუსის 6408 შემთხვევაა დადასტურებული. 140 ადამიანი გარდაიცვალა, 43 კი გამოჯანმრთელდა.


გარეკანის ფოტოზე: პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი