ახალი ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ იგეგმება აპლიკაციის შექმნა — გაბუნია

1 აპრილი, 2020 • 1153
COVID-19-ის წინააღმდეგ იგეგმება აპლიკაციის შექმნა — გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოშიც იგეგმება ტრეკერი მობილური აპლიკაციის შექმნა, რომლის მიზანიც კორონავირუსის გავრცელების პრევენცია უნდა იყოს.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა საქართველოს მთავრობა სპეციალური ტრეკერი აპლიკაციის შემუშავებას, გაბუანიამ უპასუხა, რომ ასეთი გეგმა არსებობს და ახლა მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა:

„რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზურნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანააც“, — განაცხადა გაბუნიამ.

ის, თუ კონკრეტულად რა ფუნქციები ექნება ამ აპლიკაციას, გაბუნიას არ დაუკონკრეტებია.


კორონავირუსის ტრეკერი აპლიკაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არის შექმნილი. ზოგგან ეს კერძო პირების ინიციატივა იყო, ზოგან კი აპლიკაცია ხელისუფლებამ შექმნა.

სხვადასხვა ქვეყნებში აპლიკაციას განსხვავებული დატვირთვა აქვს: მაგალითად, პოლონეთში მისი მეშვეობით თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ სახლში არ იყვნენ, სამხრეთ კორეაში კი კერძო პირების მიერ შექმნილი აპლიკაცია აჩვენებდა, თუ რა ადგილებში იყო კორონავირუსით დაავადების შემთხვევები.

იხილეთ აგრეთვე:

პოლონეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს შინ ყოფნის დასამტკიცებლად სელფის გადაღება მოუწევთ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი