ნეტგაზეთი | ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ, შუღლი გვერდზე გადადონ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ, შუღლი გვერდზე გადადონ – Netgazeti

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ, შუღლი გვერდზე გადადონ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

განცხადებაში თანათავმჯდომარეებმა დისკუსიების ყველა მონაწილე მხარეს მოუწოდეს, უნდობლობა და შუღლი გვერდზე გადადონ,  შეიკავონ თავი ანტაგონისტური რიტორიკისგან და ერთთობლივად იმუშაონ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე, განცხადების ავტორები მხარეებს მოუწოდებენ,  ყველაფერი გააკეთონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, განსაკუთრებით იზოლაციაში მყოფი ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების დასაცავად.

იმის მიუხედავად, თუ სად ცხოვრობენ ადამიანები, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მიიჩნევენ, რომ მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჯანდაცვაზე მათ გააჩნდეთ რთნაირი და თანასწორი წვდომა. ეს შეეხება წვდომას ტესტირებასა და მკურნალობაზე.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 31 მარტსა და პირველ აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა  გადაიდო მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი