ახალი ამბები

გაბუნია: მუშავდება ალგორითმი, რომელიც COVID-19-ზე ტესტირებას გააფართოებს

31 მარტი, 2020 • 888
გაბუნია: მუშავდება ალგორითმი, რომელიც COVID-19-ზე ტესტირებას გააფართოებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ უწყება დღეს დაასრულებს მუშაობას ალგორითმზე, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება იმ პირთა ჯგუფი, ვისაც COVID-19-ზე ტესტირებას ჩაუტარებენ.

აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ “ნეტგაზეთის” კითხვის საპასუხოდ გააკეთა. გაბუნიას “ნეტგაზეთმა” ჰკითხა, დაავადების შიდა გადაცემის დაწყებიდან გამომდიანრე, როდისთვის იგეგმება მოგზაურობის ან უცხოელთან კონტაქტის აუცილებლობის შესახებ პირობის ამოღება კითხვარიდან, რომელიც Covid-19-ზე პაციენტის ტესტირების საჭიროებას განსაზღვრავს.

აღნიშულ კითხვაზე გაბუნია ამბობს, რომ განმარტების შეცვლას არ გეგმავენ, რადგან ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა შემუშავებული, თუმცა ალგორითმი, რომელიც ახლა მუშვდება, ფართოვდება და არ მოიცავს მხოლოდ მოგზაურობის ანამნეზის მქონე პირების ტესტირებას, არამედ ტესტი გაუკეთდებათ მათაც, ვისაც მძიმე კლინიკური სიმპტომები გამოუვლინდებათ, რაც შეიძლება ამ დაავადების არსებობაზე მიანიშნებდეს. ასევე, ანალიზს გაუკეთებენ მაღალი რისკის მქონე პირებს:

“ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული განამარტება, რას ნიშნავს საეჭვო შემთხვევა, რას ნიშნავს დიაგნოსტირებული შემთხვევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების ცვლილება ქვეყნების დონეზე გამართლებული პრაქტიკა არ არის და ჩვენ ამ ცვლილებას არ გავაკეთებთ. თუმცა ალგორითმი, რომელიც მუშავდება, ითვალისწინებს ტესტირების გაფართოებას და მისი ტესტირებით მოცვის გაფართეობას არა მხოლოდ მოგზაურობის ანამნეზთან დაკავშირებული პირებისთვის, არამედ იმ პირებისთვისაც, ვისაც შეიძლება ჰქონდეს რთული კლინიკური სიმპტომები, რაც შეიძლება მიანიშნებდეს COVID-19-ის არსებობას. ასევე, სხვა მაღალი რისკის პირებში.

ამდენად, განამრტების თვალსაზრისით მივყვებით ჯანმოს. რაც შეეხება იმას, რომელი ჯგუფი დაექვემდებარება ტესტირებას, ამაზე პასუხს გასცემს ის ალგორითმი, რომელიც დღეს დასრულდება და ხვალიდან გახდება ხელმისაწვდომი როგორც კლინიცისტებისთვის, ასევე, საზოგადოებისთვის” ,- განაცხადა გაბუნიამ.

ცერცვაძე: მოგზაურობა აღარ უნდა იყოს COVID-19-ზე შემოწმების აუცილებელი პირობა

მასალების გადაბეჭდვის წესი