ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

30 მარტი, 2020 • 1895
აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს დირექოტირ, ნოდარ ჩიქოვანი ადასტურებს.

ჩიქოვანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ 50 წლამდე ქალი გუშინ გადმოიყვანეს, დღეს კი მისი დიაგნოზი დადასტურდა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი საშუალო სიმძიმისაა – „სტაბილურად არის, თავს ნორმალურად გრძნობს, დაიწყება მკურნალობის შემდეგი ეტაპი“.

ჩიქოვანი ამბობს, რომ ზემოხსენებულ ქალთან ერთად საქართველოში კიდევ ერთი პირი მოემგზავრებოდა, თუმცა რუსმა სამხედროებმა საქართველოში არ შემოუშვეს. ექიმის თქმით, ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად აფხაზეთში 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობას ღამის 12-დან დილის 6 საათამდე გამოსვლა აეკრძალათ.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება გამშვებ პუნქტებს – ჩაკეტილია მხოლოდ ენგურის ხიდი. რუსეთთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი „ფსოუ“ თავდაპირველად ღია დატოვეს, თუმცა 28 მარტს რუსეთთანაც ჩაიკეტა საზღვარი.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, პირველივე დღეს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბაში ქორწილი გაიმართა, რომელსაც 500 ადამიანი ესწრებოდა.

აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის პირველ დღეს 500- კაციანი ქორწილი გაიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი