ახალი ამბები

მთავრობა 500 ტონა შაქარს, 500 ტონა მაკარონსა და 1.5 მლნ ლიტრ ზეთს ყიდულობს

30 მარტი, 2020 • 37244
მთავრობა 500 ტონა შაქარს, 500 ტონა მაკარონსა და 1.5 მლნ ლიტრ ზეთს ყიდულობს

საქართველოს მთავრობა 16 მლნ ლარად 500 ტონა შაქარს, 500 ტონა მაკარონსა და 1.5 მლნ ლიტრ მზესუმზისირის ზეთს ყიდულობს. შესაბამისი განკარგულება უკვე გამოცემულია. 

დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანაში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგის შექმნის მიზნით, ზემოხსენებული პროდუქცია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ უნდა შეიძინოს.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოს 16 000 000 ლარი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება“, – წერია დოკუმენტში.


საქართველოში, ბოლო მონაცემებით [30 მარტი 20:29 საათი], კორონავირუსის 103 შემთხვევა დასტურდება, საიდანაც 20 გამოჯანმრთელებულია.

ხვალიდან, 31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

საყოველთაო კარანტინი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე, მათ შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება – მათ შორის 2 უკანა სავარძელზე.

ვრცლად:

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი