ახალი ამბები

პოლიციამ ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავა

12 სექტემბერი, 2015 • • 1117
პოლიციამ ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავა

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ყვარლის რაიონში ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. პოლიციის დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა, შ. ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავტოსადგურში იმ დროს დააკავეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა.

 

პოლიციის ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11პრიმა-108-ე მუხლით).

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი