ახალი ამბები

COVID 19-გან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, დადასტურდა ვირუსის კიდევ 3 შემთხვევა

30 მარტი, 2020 • 960
COVID 19-გან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, დადასტურდა ვირუსის კიდევ 3 შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა, ასევე გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 103-ს მიაღწია.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ოფიციალურ საიტზე – stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 83 აქტიური პაციენტია, ანუ ის ადამიანი, ვისაც ვირუსი უფიქსირდება და ვინც ამჟამად მკურნალობას გადის.

ხვალიდან, 31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

საყოველთაო კარანტინი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე, მათ შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება – მათ შორის 2 უკანა სავარძელზე.

ვრცლად:

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი